უძრავი ქონების შეფასების პროგრამა

უძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა უძრავი ქონების შეფასების საკითხებში, გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დაეუფლონ უძრავი ქონების შემფასებლის პროფესიას. პროგრამას წარმართავენ უძრავი ქონების სფეროს მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები. სწავლების პერიოდში გამოიყენება ინტერაქტიული ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული სიტუაციების ანალიზი.

პროგრამის ხანგრძლივობა:

1 თვე - ლექციები ტარდება კვირაშ ხუთჯერ, საღამოს საათებში.

პროგრამის საფასური: 1300 ლარი გადასახადების ჩათვლით. 

პროგრამა განკუთვნილია  უძრავი ქონების სფეროში დასაქმებული  პირებისათვის;  საბანკო-საფინანსო, სამშენებლო, დეველოპერული, სადაზღვევო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის;  უძრავი ქონების სააგენტოების, საბროკერო კომპანიების,  აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიების თანამშრომელთათვის;  ნებისმიერი პირისათვის, ვისაც სურს დაეუფლოს უძრავი ქონების შემფასებლის პროფესიას.

შემფასებელთა და ექსპერტთა პრფესიული განვითარების ცენტრი აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენმოთხოვნების სრული დაცვით.

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირება და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი. სერტიფიცირება ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს ეტაპებს.

სერტიფიცირების გასავლელად არ არის სავალდებულო პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა.

სერტიფიცირების საფასური:  400 ლარი გადასახადების ჩათვლით. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა და წარუდგინონ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. office@professionals.org.ge

განაცხადის ფორმები:

განაცხადი - პროფესიული მომზადება უძრავი ქონების შეფასებაში

განაცხადი - სერტიფიკაცია უძრავი ქონების შეფასებაში

All Rights Reserved by © Professional Development Center