მოძრავი ქონების შეფასების პროგრამა

მოძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა მოძრავი ქონების შეფასების საკითხებში, გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დაეუფლონ მოძრავი ქონების შემფასებლის პროფესიას. სწავლების პერიოდში გამოიყენება ინტერაქტიული ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული სიტუაციების ანალიზი.

პროგრამა განკუთვნილია  საბანკო-საფინანსო, საარბიტრაჟო, სადაზღვევო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის;  აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიების თანამშრომელთათვის;  სახელმწიფო ქონების შეფასებით დაინტერესებულ პირთათვის, ასევე ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს მოძრავი ქონების შემფასებლის პროფესიას.

პროგრამის საფასური:  800 ლარი გადასახადების ჩათვლით. 

პროგრამის ხანგრძლივობა: სწავლება მიმდინარეობს 3 კვირის განმავლობაში, ლექციები ტარდება კვირში 5 დღე, საღამოს საათებში.  

შემფასებელთა და ექსპერტთა პრფესიული განვითარების ცენტრი აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენმოთხოვნების სრული დაცვით.

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირება და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი. სერტიფიცირება ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს ეტაპებს.

სერტიფიცირების გასავლელად არ არის სავალდებულო პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა.

სერტიფიცირების საფასური:  400 ლარი გადასახადების ჩათვლით. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა და წარუდგინონ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. office@professionals.org.ge

განაცხადის ფორმები:

განაცხადი - პროფესიული მომზადება მოძრავი ქონების შეფასებაში

განაცხადი - სერტიფიკაცია მოძრავი ქონების შეფასებაში

All Rights Reserved by © Professional Development Center