ჩვენს შესახებ

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი - წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის უმთავარესი მიზანი ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიების განვითარების ხელშეწყობაა.  ბაზრის პროფესიონალებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამებს. 

ჩვენს გუნდს ამ მიმართულებებით მუშაობის  საკმაო გამოცდილება გააჩნია, კერძოდ, 2008 წლიდან  პროფესიულ მომზადებასა და სერტიფიცირებას ვახორციელებთ შემდეგ სფეროებში: უძრავი ქონების შეფასება, მოძრავი ქონების შეფასება, ბიზნესის შეფასება, უძრავი ქონების აგეგმვა/აზომვა, საჯარო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამების მოხმარება.

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2010 - “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების შესაბამისად.

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი აღჭურვილია  შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით,  ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, რაც პროფესიული მომზადებისა და სერტიფიკაციის პროგრამების სრულფასოვანი განხორციელების  საშუალებას იძლევა.

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრში მომზადებული და სერტიფიცირებული პირები წარმატებით საქმიანობენ საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, კომერციული ბანკებში, საფინანსო, სადაზღვევო, აუდიტორულ, საბროკერო და საამზომველო კომპანიებში.

All Rights Reserved by © Professional Development Center