ბიზნესის შეფასების პროგრამა

ბიზნესის შემფასებელთა პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა ბიზნესის შეფასების საკითხებში, გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დაეუფლონ ბიზნესის შემფასებლის პროფესიას. პროგრამას წარმართავს  შეფასების  საერთაშორისო სტანდარტების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის (RICS) მიერ სერტიფიცირებულმა შემფასებელმა და ამავე ორგანიზაციის ტრენერი, რუმინული საშემფასებლო და საკონსულტაციო კომპანიის  CMF Consulting S.A ხელმძღვანელმა ჯორჯ ბადესკუ. ბატონი ბადესკუ საკმაოდ გამოცდილი შემფასებელია, კარგად იცნობს საქართველოს ბაზარს და გააჩნია ქართველ შემფასებლებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლოც. სწავლების პერიოდში გამოიყენება ინტერაქტიული ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული სიტუაციების ანალიზი.

პროგრამის ხანგრძლივობა:

2 კვირა - ლექციები ტარდება კვირაში 6-ჯერ,  დღის საათებში 9.00 – 16.00.

პროგრამის საფასური: 1400 ლარი გადასახადების ჩათვლით. 

პროგრამა განკუთვნილია  ბიზნესის სფეროში დასაქმებული  პირებისათვის;  საბანკო-საფინანსო, აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიების თანამშრომელთათვის;  ნებისმიერი პირისათვის, ვისაც სურს დაეუფლოს ბიზნესის შემფასებლის პროფესიას.

შემფასებელთა და ექსპერტთა პრფესიული განვითარების ცენტრი აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენმოთხოვნების სრული დაცვით.

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირება და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის შემფასებლის სერტიფიკატი. სერტიფიცირება ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს ეტაპებს.

სერტიფიცირების გასავლელად არ არის სავალდებულო პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა.

სერტიფიცირების საფასური:  400 ლარი გადასახადების ჩათვლით.    

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა და წარუდგინონ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. office@professionals.org.ge

განაცხადის ფორმები:

განაცხადი - პროფესიული მომზადება ბიზნესის შეფასებაში

განაცხადი - სერტიფიკაცია ბიზნესის შეფასებაში

All Rights Reserved by © Professional Development Center