უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული მომზადების სერტიფიცირების პროგრამა

უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა საკადასტრო აზომვებში , შეისწავლონ უძრავი ქონების სამართლებრივი ასპექტები, სარეგისტრაციო საკითხები და საკადასტრო მონაცემების დამუშავება,  საველე აზომვა და აზომვებისთვის საჭირო პროგრამები;  ArcGIS პროგრამა საკადასტრო აზომვებისთვის და GEO-CORS-ის სისტემა; გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დაეუფლონ საკადასტრო ამზომველის პროფესიას. პროგრამას წარმართავენ უძრავი ქონების სფეროს მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები.  სწავლებისას გამოიყენება ინტერაქტიული ლექციები, საველე-პრაქტიკული სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობები. 

პროგრამა განკუთვნილია  უძრავი ქონების სააგენტოების, საამზომველო კომპანიების თანამშრომელთათვის;  ნებისმიერი პირისათვის, ვისაც სურს დაეუფლოს უძრავი ქონების ამზომველის პროფესიას.

პროგრამის საფასური:  650 ლარი გადასახადების ჩათვლით. 

შემფასებელთა და ექსპერტთა პრფესიული განვითარების ცენტრი აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2010 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენმოთხოვნების სრული დაცვით.

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირება და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უძრავი ქონების ამზომველის/ამგეგმავის სერტიფიკატი. სერტიფიცირება ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს ეტაპებს.

სერტიფიცირების გასავლელად არ არის სავალდებულო პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა.

სერტიფიცირების საფასური: 400 ლარი გადასახადების ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა და წარუდგინონ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. office@professionals.org.ge

განაცხადის ფორმები:

განაცხადი - პროფესიული მომზადება უძრავი ქონების აზომვა/აგეგმვაში

განაცხადი - სერტიფიკაცია უძრავი ქონების აზომვა/აგეგმვაში

All Rights Reserved by © Professional Development Center