სიახლეები

სემინარი ბიზნესის შეფასებაში

2014 წლის 6-10 ოქტომბერს შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა სემინარი ბიზნესის შეფასებაში, კერძოდ, სასტუმროს, რესტორნის, ბენზინგასამართი სადგურების და ჰიდროელექტროსადგურების შეფასების საკითხებში. სემინარი ჩაატარა შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის (RICS) მიერ სერტიფიცირებულმა შემფასებელმა და ამავე ორგანიზაციის ტრენერმა, რუმინული საშემფასებლო და საკონსულტაციო კომპანიის  CMF Consulting S.A ხელმძღვანელმა ჯორჯ ბადესკუმ.

აღსანიშნავია, რომ სემინარზე მოთხოვნა გაჩნდა გასული წლის ნოემბერში ბიზნესის შეფასების საკითხებში ორკვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსის შემდეგ, რომელიც ასევე ჯორჯ ბადესკუმ  ჩაატარა. სემინარის თემატიკა უშუალოდ ქართველი მონაწილეების მიერ იქნა შერჩეული ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სემინარის მიზანი ქართველი შემფასებლებისთვის სასტუმროს, რესტორნის, ბენზინგასამართი სადგურების და ჰიდროელექტროსადგურების შეფასების  საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისი მეთოდოლოგიის სწავლება  და ევროპული გამოცდილების გაზიარებაა.

სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია.  მასში მონაწილეობენ  როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. მათ შორის: შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საქართველოს  ბანკის, ქართუ ბანკის, რესპუბლიკა ბანკის, ბითიე ბანკის, ლიბერთიბანკის, ვითიბი ბანკის წარმომადგენლები, ასევე აუდიტორული კომპანიების: ბიდიოს, საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის, აუდიტესკორტის წარმომადგენლები.

შემფასებელთა და ექსპერტთა პრფესიული განვითარების ცენტრი  აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – სსტ/ისო 17024:2010 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად მსურველებს მიეცემათ შესაძლებლობა, ცენტრის სერტიფიცირების ორგანოში გაიარონ სერტიფიცირება და გახდნენ სერტიფიცირებული ბიზნესის შემფასებელი. სერტიფიცირების პროგრამას განახორციელებენ ქართველი ექსპერტები ბატონ ჯორჯ ბადესკუსთან ერთად შემუშავებული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.

უკან
All Rights Reserved by © Professional Development Center