სიახლეები

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ბიზნესის შეფასებაში ტრეინინგი ჩაატარა

მიმდინარე წლის ნოემბერში შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 2 კვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ბიზნესის შეფასებაში. ტრეინინგი ჩააატარა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების სამეთვალყურეო საბჭოს (IVSC) წევრმა, შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის (RICS) მიერ სერტიფიცირებულმა შემფასებელმა და ამავე ორგანიზაციის ტრენერმა, რუმინული საშემფასებლო და საკონსულტაციო კომპანიის  CMF Consulting S.A ხელმძღვანელმა ჯორჯ ბადესკუმ. აღსანიშნავია, რომ ბატონი ბადესკუ საკმაოდ გამოცდილი შემფასებელია, კარგად იცნობს საქართველოს ბაზარს და გააჩნია ქართველ შემფასებლებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლოც.

ტრეინინგის მიზანია ქართველი შემფასებლებისთვის ბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიის სწავლება  შეფასების საერთაშორისო სტანდარტების 2011 წლის მე-9 გამოცემის შესაბამისად.  შესაბამისად და ზოგადად შეფასებაში არსებული ევროპული გამოცდილების გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბიზნესის შეფასების სფეროში გამოცდილება ქართველ სპეციალისტებს ნაკლებად აქვთ, ამიტომ ტრეინინგმა მაღალი ინტერესი გამოიწვია.

ტრიენინგში მონაწილეობენ  როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. მათ შორის: აღსრულების ეროვნული ბიუროს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის, საქართველოს  ბანკის, ქართუ ბანკის, რესპუბლიკა ბანკის, ბითიე ბანკის, კონსტანტა ბანკის წარმომადგენლები.

შემფასებელთა და ექსპერტთა პრფესიული განვითარების ცენტრი აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – სსტ/ისო 17024:2010 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების სრული დაცვით. ტრეინინგის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ცენტრის სერტიფიცირების ორგანოში გაიარონ სერტიფიცირება და გახდნენ სერტიფიცირებული ბიზნესის შემფასებელი. სერტიფიცირების პროგრამას განახორციელებენ ქართველი ექსპერტები ბატონ ჯორჯ ბადესკუსთან ერთად შემუშავებული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.

შემფასებელთა და ექპსერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი კვლავაც გააგრძელებს უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობას და დაინტერესებულ აუდიტორიას მომავალშიც შესთავაზებს საინტერესო და სასარგებლო პროექტებს.

უკან
All Rights Reserved by © Professional Development Center